4 მაისს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს გაეროს სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებს სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი თეონა ზოიძე, დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძე და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი ოთარ გოგოლიშვილი მასპინძლობდა.